loader

"ჩემს საქმეში მთავარი მოწმე მირეკავს, მიხდის ბოდიშს და მაბარებს აღსარებებს, თუ როგორ დაავალეს პროვოკაციის მოწყობა" - ოთო აბესაძე შსს-სა და პროკურატურას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემს საქმეში მთავარი მოწმე მირეკავს, მიხდის ბოდიშს და მაბარებს აღსარებებს, თუ როგორ დაავალეს პროვოკაციის მოწყობა" - ოთო აბესაძე შსს-სა და პროკურატურას მიმართავს

"ჩემს საქმეში მთავარი მოწმე და აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძე დაჰკითხეთ" - ამის შესახებ ეკო­ნო­მის­ტი ოთო აბე­სა­ძე სოციალურ ქსელში წერს და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს.

აბესაძის თქმით, მისი საქმის მთავარი მოწმე უბოდიშებს და აბარებს აღსარებებს, თუ როგორ დაავალეს პროვოკაციის მოწყობა.

"ჩემს საქმეში მთავარი მოწმე და აგენტ-პროვოკატორი ზვიად ჩიხლაძე დაჰკითხეთ. ერთ წელზე მეტია მაქვს მიმართვა გაკეთებული. ეს ადამიანი მწერს და მირეკავს, მაბარებს აღსარებებს და მიხდის ბოდიშს. ანუ რა გამოდის? ვისაც ქრთამი მოვთხოვე (გავმართლდი ქრთამში) და ვინც მიწერდა და მემუშავებოდა, ახლა რატომ მიბოდიშებს და ჰყვება ისტორიას?

მე ვერ ჩავუტარებ გამოკითხვას. მეტიც, სტაჟიან აგენტ-პროვოკატორს არ დაველაპარაკები. მწერს, მირეკავს, მიბოდიშებს და მაბარებს აღსარებებს, თუ როგორ დაავალეს პროვოკაციის მოწყობა. ვიგინდარა და აღზევებული მდაბიო ყოფილი ჩინოვნიკის პროვოკაციის მსხვერპლი ვარ მისი აგენტის, ზვიად ჩიხლაძის ხელით და გამოჰკითხეთ ეს კაცი. როგორც სასამართლოზე თქვა, მუშაობს GWP-ს ადმინისტრაციაში. არ გაგიჭირდებათ მოძებნა", - წერს ოთო აბესაძე.

1-1657867627.jpg

ცნო­ბის­თვის, მე­რი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოთო აბე­სა­ძე ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით სუს-მა 2017 წელს და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, აბე­სა­ძემ მდი­ნა­რე მტკვარ­ზე გარ­კვე­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ის აშე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად და ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბამ­დე მშე­ნებ­ლო­ბის წარ­მო­ე­ბის მფარ­ვე­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ მო­ქა­ლა­ქეს 3 ათა­სი დო­ლა­რი ქრთა­მის სა­ხით გა­მო­არ­თვა. იგი პა­ტიმ­რო­ბი­დან 2018 წლის იან­ვარ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა.