loader

თამარ გაბუნია COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით "ბუსტერ" დოზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ გაბუნია COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით "ბუსტერ" დოზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-ისა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე "ბუსტერ" დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში - 18 წლის ზევით პირებში ჯერჯერობით არც ერთ ამ ორგანიზაციას მეორე „ბუსტერ“ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად, დამატებითი „ბუსტერ“ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე - სამედიცინო პერსონალისთვის.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გამონაკლისის სახით, მეორე "ბუსტერ" დოზით ვაქცინაცია, ასაკის მიუხედავად, დასაშვებია მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება და დამატებითი „ბუსტერ“ დოზის ადმინისტრირებას მიმღები ქვეყანა ითხოვს.