loader

"დავიბრუნოთ მიტაცებული სამშობლო" - გიორგი ვაშაძე სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს აანონსებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავიბრუნოთ მიტაცებული სამშობლო" - გიორგი ვაშაძე სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს აანონსებს

"ხელისუფლება, რომელიც არ ასრულებს და არ პასუხობს ხალხის მოთხოვნას და სამწუხაროდ, პროპუტინისტურ ძალად იქცა, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაშია ბრალდებული და მათი ყოველდღიური ქმედება, განცხადება თუ ნაბიჯები სწორედ ამას ადასტურებს, ჩვენ მშვიდობიანი, კონსტიტუციის შესაბამისი პროტესტის უფლება გვაქვს.

დაუმორჩილებლობა არის ჩემი უფლება, რომლის უფლებაც კონსტიტუციით მაქვს გარანტირებული. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ნებისმიერი ფორმის პროტესტის უფლება აქვს.

დავიბრუნოთ მიტაცებული სამშობლო...

პროტესტის რესურსი აქვს ქართველ ხალხს. ვერავინ შეაჩერებს ქართულ-ევროპულ მძლავრ გენეტიკას, რომლის ზეიმიც იყო 20 ივნისს, 24 ივნისს, 3 ივლისს და რომელიც იქნება სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში - მანამ, სანამ ქვეყნის დეოლიგარქიზაციას არ მოვახდენთ", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.