loader

"დღეს ერთ-ერთ ყველაზე ამორალურ და მძიმე თემაზე ვისაუბრებ..." - ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ერთ-ერთ ყველაზე ამორალურ და მძიმე თემაზე ვისაუბრებ..." - ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა

ომის პერიოდში რუსეთი საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა გახდა. ჩვენ პირდაპირ ვაწვდით სისხლის მანქანას ფულს - „ქართული ოცნების“ ოლიგარქიული მმართველობა სანქცირებული უნდა იყოს, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარია განმარტავს, რუსეთის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება სანქციების ერთ-ერთი ამოცანაა.

"ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის სანქციების თავიდან არიდებაზე. დღეს ერთ-ერთ ყველაზე ამორალურ და მძიმე თემაზე ვისაუბრებ, რაც არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტირების საკითხი" - აღნიშნავს ხოშტარია.