loader

„ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა ზიანდება, მაგრამ..." - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა ზიანდება, მაგრამ..." - გია ხუხაშვილი

დასავლეთი აკვირდება შიდა პოლიტიკურ პროცესს, აკვირდება შესაბამის რისკებს და ხედავს, რომ პოლიტიკური ელიტა არ არის მზად კონსენსუსისთვის, არ არის მზად, რომ შეასრულოს პირობები - ასეთი პროცესის შემჭიდროება 6 თვეში უკავშირდებოდა სერიოზულ რისკებს, მაგრამ გაზრდილი ვადის პირობებში სრულიად შესაძლებელია, რომ საზოგადოებამ ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების ამოცანა, ან ხელისუფლების იძულებით, ან კონსტიტუციური წესრიგის აღდგენით, ანუ ხელისუფლების ცვლილებით შეასრულოს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვის გადადებას.

მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, სისტემურად, ოპოზიციის და ხელისუფლების გეგმები არ შეიცვლება, თუმცა გარკვეულწილად მოიხსნება ფორსმაჟორი, რომელიც შეზღუდულ ვადებს უკავშირდება.

„ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა ზიანდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული. დასავლეთი აკვირდება შიდა პოლიტიკურ პროცესს, აკვირდება შესაბამის რისკებს და ხედავენ, რომ პოლიტიკური ელიტა არ არის მზად კონსენსუსისთვის, არ არის მზად, რომ შეასრულოს პირობები და შესაბამისი პროცესი წაიყვანოს და იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ შეკუმშულ ვადებში ფორსირებულად ამ პროცესს შეიძლება ახლდეს პოლიტიკური კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე. მოკლე ვადები იწვევს იმას, რომ ოპოზიცია უფრო კატეგორიული ხდება, ხელისუფლება, რომელსაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება არ აქვს, უფრო აგრესიული და შესაბამისად, ამან შეიძლება რაღაც შეუქცევად პროცესამდე მიგვიყვანოს, როდესაც "მოჩქარეს მოუგვიანდეს" პრინციპით ჩვენ შეიძლება საბოლოოდ ჩაგვეკეტოს გზა ევროკავშირისკენ, ამიტომ ეს ვადა გაიზარდა, რომ დაძაბულობის ტემპერატურა დაიწიოს და უფრო საქმიან ვითარებაში გადავიდეს ყველაფერი. სისტემურად, რა თქმა უნდა, ოპოზიციის და ხელისუფლების გეგმები არ შეიცვლება, მაგრამ გარკვეულწილად მოიხსნება ფორსმაჟორი, რომელიც შეზღუდულ ვადებს უკავშირდება.

სრულიად აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება ამ პირობების შესრულების. ერთადერთი, რაზეც „ქართული ოცნება“ ფიქრობს არის, რომ თან არ გააკეთოს და თან ეს მათ კი არა ოპოზიციას დაბრალდეს, ანუ ხელი გაიშვიროს მეორე მხარისკენ, რომ ის არის დესტრუქციული და ამის გამო ვერ აკეთებს რაღაცას. ეს პოლიტიკური ნება ხელისუფალს თავისთავად არ გაუჩნდება, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად შეძლებს ქართული საზოგადოება ხელისუფლების იძულებას, რომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. ასეთი პროცესის შემჭიდროება 6 თვეში უკავშირდებოდა სერიოზულ რისკებს, მაგრამ გაზრდილი ვადის პირობებში სრულიად შესაძლებელია, რომ საზოგადოებამ ეს ამოცანა ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების, ამათუ იმ ფორმით შეასრულოს - ან ხელისუფლების იძულებით, ან თუ ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს, მაშინ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენით ანუ ხელისუფლების ცვლილებით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს.