loader

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს

ჩვენ ნამდვილად ვიღებთ მნიშვნელოვან ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდების აღსადგენად. მე მადლობელი ვარ გაეროსა და თურქეთის შესაბამისი ძალისხმევისთვის, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცნობას რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების შესახებ.

"ამ ამბის წარმატება არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, არამედ, გადაჭარბების გარეშე, მთელ მსოფლიოს სჭირდება. თუ ჩვენ მოვახერხებთ შავ ზღვაში ნავიგაციისთვის რუსული საფრთხის აღმოფხვრას, ეს მოხსნის მსოფლიო სასურსათო კრიზისის სიმძიმეს”, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის დელეგაციამ მას აცნობა, რომ არის გარკვეული პროგრესი და უახლოეს დღეებში დეტალებზე გაეროს გენერალურ მდივანთან შეთანხმდებიან.