loader

"ღებინება და სისუსტე აქვს... ხანდახან რაღაცას მეუბნებოდა, ძირითადად ჩუმად იყო" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღებინება და სისუსტე აქვს... ხანდახან რაღაცას მეუბნებოდა, ძირითადად ჩუმად იყო" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი წინა დღეებთან შედარებით დღეს თავს უფრო სუსტად გრძნობდა.

როგორც გიული ალასანიამ გუშინ კლინიკა "ვივამედში" მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს ღებინება, სისუსტე აქვს და ძირითადად, წოლით რეჟიმზეა.

"მისი კარგად თუ ცუდად ყოფნა მაინც კვებასთან არის დაკავშირებული. არ მგონია, რაღაცას ეწყინა. ცუდად ჩანს, კარგად ვერ იყო. მთელი დღე სუსტად იყო და იწვა. მე რომ შევედი, ხანდახან რაღაცას მეუბნებოდა, ძირითადად ჩუმად იყო, ტელევიზორს უყურებდა. ექიმებმაც ვერ მითხრეს. მარტო ის მითხრეს, რომ კარგად არ იყო და რატომ, არ ვიცი. კვება დიეტურია, როგორც წესი, ცვლილება არ ყოფილა. ძირითადად, წევს. თავს იმედიანად გრძნობს. მეც ველოდები, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ალასანიამ.