loader

ქართველმა მეზღვაურებმა 52 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს - ემოციური კადრები, როგორ იბრძვიან ქართველი მეზღვაურები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა მეზღვაურებმა 52 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს - ემოციური კადრები, როგორ იბრძვიან ქართველი მეზღვაურები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად

ერთ-ერთი მეზღვაური ჰყვება ამბავს, როგორ გადაარჩინეს ქართველმა მეზღვაურებმა 52 ადამიანი:

"10 ივლისს მაროკოსკენ მივემართებოდით. დაახლოებით საღამოს 6 საათზე ნავი დავინახეთ. ატლანტიკის ოკეანეში 5-ბალიან შტორმში, გასაბერ მცურავ საშუალებაზე 52 ადამიანი, მათ შორის, 7 ქალი და 3 ბავშვი, წყლისა და საკვების გარეშე იმყოფებოდა. "მაშველებს 10 საათზე მეტი უშედეგოდ ველოდით. გემი წრეზე ტრიალებდა, ნავი რომ არ დაგვეკარგა. ამინდიც გაუარესდა. საბოლოოდ, ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, მიგრანტები გემზე ამოგვეყვანა. ნავი გემზე მივაბით და დავიწყეთ ხალხის ამოყვანა"... 9 ქართველი მეზღვაური უშუალოდ მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციაში: ნუგზარ ბერიძე, კახა ადამია, დილარ ცეცხლაძე, ზაზა ჭაღალიძე, ზვიად ქობულაძე, მინდია აბუსერიძე, შალვა სვანიძე, მანუჩარ კობალაძე და გიორგი ცეცხლაძე. 2-საათიანი ბრძოლის შემდეგ ამ მეზღვაურებმა ღია ზღვაში განსაკუთრებული სიმამაცის, ვაჟკაცობის და პროფესიონალიზმის წყალობით 52 ადამიანი გადაარჩინეს!"