"მადლობა მას და ბოდიში!" - რის გამო უხდის ბოდიშს ნანუკა ჟორჟოლიანი არჩილ ტატუნაშვილის მამას, რომელიც გუშინ გარდაიცვალა?
არჩილ ტატუნაშვილის მამის, გივი ტატუნაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:
"გმირებს, გმირი მშობლები ზრდიან და ასეთი იყო არჩილ ტატუნაშვილის მამა, რომელიც გარდაიცვალა. კანონზომიერი იქნებოდა, უკრაინაში რუსების მარცხი ენახა. მადლობა მას და ბოდიში! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! რუსეთი მკვლელია", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი