loader

ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში უკვე დადგა - რას აჩვენებს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში უკვე დადგა - რას აჩვენებს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოები

ნასამ ჯეიმს ვების ახალი კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო გაავრცელა.

მიიჩნევენ, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და დეტალური ინფრაწითელი ხედია.

ფოტოზე ჩანს სამყაროს პატარა მონაკვეთი, სახელწოდებით SMACS 0723, მოციმციმე გალაქტიკების, მათ შორის, უძველესი გალაქტიკების, სინათლე.

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ფოტო თეთრ სახლში ბრიფინგზე წარუდგინეს.

”გამაოგნებელია. ეს არის ისტორიული მომენტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისთვის, ამერიკისთვის და მთელი კაცობრიობისთვის. ეს სურათები შეახსენებს მსოფლიოს, რომ ამერიკას შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება და შეახსენებს ამერიკელ ხალხს, განსაკუთრებით, ჩვენს შვილებს, რომ არაფერია ჩვენი შესაძლებლობების მიღმა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ნასამ პირველად შარშან, 25 დეკემბერს გაუშვა. მას ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის „მემკვიდრედ“ მიიჩნევენ. ტელესკოპი ცაზე ყველა სახის დაკვირვებას განახორციელებს, მაგრამ ორი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი არის ვარსკვლავების ფოტოების გადაღება, რომლებიც სამყაროში 13.5 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ ანათებდნენ და მეორე არის შორეული პლანეტების გამოკვლევა, რათა დადგინდეს, არის თუ არა ისინი საცხოვრებლად ვარგისი.

ვიდეო: TIME