loader

"პირადი ურთიერთობის ჩემი "მდიდარი" გამოცდილებიდან გამომდინარე, წერილთან დაკავშირებით დასკვნას გაგიზიარებთ"- გია ხუხაშვილი პრემიერის წერილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირადი ურთიერთობის ჩემი "მდიდარი" გამოცდილებიდან გამომდინარე, წერილთან დაკავშირებით დასკვნას გაგიზიარებთ"- გია ხუხაშვილი პრემიერის წერილზე

"პირადი ურთიერთობის ჩემი "მდიდარი" გამოცდილებიდან გამომდინარე, წერილთან დაკავშირებით დასკვნას გაგიზიარებთ"- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხუხაშვილის თქმით, წერილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის სტილისტიკაშია დაწერილი - გრძლად და მოიცავს ბევრ დეტალს და ისტორიას, ასე წერა კი მხოლოდ ყოფილ პრემიერს უყვარს და შეუძლია.

"პირადი ურთიერთობის ჩემი "მდიდარი" გამოცდილებიდან გამომდინარე, გაგიზიარებთ დასკვნას წერილთან დაკავშირებით:

გამორიცხულია ღარიბაშვილს ეს წერილი დაეწერა, რადგან მისი ლოგიკური ჯაჭვი მაქსიმუმ სამმოქმედებიანია და ამდენ ინფორმაციას ვერ დაიტევდა.

წერილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის სტილისტიკაშია დაწერილი - გრძლად და მოიცავს ბევრ დეტალს და ისტორიას. ასე წერა მხოლოდ მას უყვარს და შეუძლია.

აქედან დასკვნა:

1. მისი დაწერილია და ღარიბაშვილის სახელით გამოქვეყნდა, კობახიძის და ყაველაშვილის არ იყოს.

2. ღარიბაშვილმა დაიქირავა სპიჩრაიტერები, რომლებმაც მაქსიმალურად მიამსგავსეს ბიძინას სტილს იმისათვის, რომ:

ა) ტექნიკურად "ემხილა" ბიძინა და დასავლეთისთვის ეთქვა, რომ თვითონ "პლენშია".

ბ) წერილი დაწერა პირადად ბიძინასთვის და მისგან თავდასაცავად - რამე ცუდი არ იფიქრო, ისევ შენი ბიჭი ვარო.

მე პირადად 2ბ-სკენ ვიხრები…" - წერს გია ხუხაშვილი.