loader

“მაი არის მეწველი ძროხა! შევჭამ, ბოზ**** ვიყო!“ - “ქურდული წესით“ გარჩევები და ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც “ლავასოღლიც“ ფიგურირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მაი არის მეწველი ძროხა! შევჭამ, ბოზ**** ვიყო!“ - “ქურდული წესით“ გარჩევები და ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც “ლავასოღლიც“ ფიგურირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს "ქურდული მენტალიტეტისა" და "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს.

აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.