loader

შოკისმომგვრელი კადრები მდინარა ძირულადან - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქმის წარმოება დაიწყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი კადრები მდინარა ძირულადან - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქმის წარმოება დაიწყეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში, მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, საქმის წარმოება დაიწყეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მდინარე ძირულადან აღებულია მდინარის წყლის სინჯები და დახოცილი თევზის ნიმუშები, რომელიც კვლევების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში.

ასევე, დადგინდა რომ მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ბეტონის საწარმო და შესაძლოა მომხდარი უკავშირდებოდეს აღნიშნული ობიექტის მხრიდან მდინარის დაბინძურებას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაწყებულია ბეტონის საწარმოს ინსპექტირება.ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღებისა და ინსპექტირების დასრულებისთანავე, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.