loader

"კამერებშიც ჩანს ყველაფერი" - გარდაიცვალა 20 წლის სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კამერებშიც ჩანს ყველაფერი" - გარდაიცვალა 20 წლის სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა

გარდაიცვალა 20 წლის ბიჭი, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა. ბიჭი სახლიდან სამსახურში ფეხით მიდიოდა. ეს შემთხვევაში ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, 12 ივნისს მოხდა.

BAU-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ბიჭი, რომელიც ქუჩაში დაშავდა, გუშინწინ გარდაიცვალა.

კობალაძის ქუჩაზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, კომპანია DS გრუპი აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ძელის ჩამოვარდნა კომპანიაში არ უარყვეს 12 ივნისსაც, თუმცა გვითხრეს, რომ გამოკვლევა იყო საჭირო.

დღეს, 12 ივლისს, კომპანია DS გრუპის ხელმძღვანელმა ოთარ ბერიძემ გვითხრა, რომ კომპანიის ბრალეულობა არ დადასტურდა და ბიჭს, სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო დაეცა თავში სამშენებლო ნივთი. სამშენებლო კომპანიაში ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული აქვთ, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არ გარკვეულა, რა მოხდა სინამდვილეში.

განაგრძეთ კითხვა