"შხამიანი ფოთლები აქვს, არ ვურჩევ მათ, ვისაც პატარა ჰყავს" - მცენარე, რომელიც საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ საფრთხის შემცველია
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ოლეანდრა საქართველოში ყველასთვის ნაცნობი ყვავილია, მისი სილამაზე ყვავილობის პერიოდში არავის ტოვებს გულგრილს. ოლეანდრა მუდმივად მოითხოვს სიფრთხილეს, რადგან შეიცავს სპეციფიკურ ტოქსინებს. ოლეანდრას აქვს 3 სახეობა: ვარდისფერი, წითელი და თეთრი.
მცენარის ყველა ნაწილი, ღეროდან დაწყებული, წვენამდე, წარმოუდგენლად შხამიანია, თუ გადაყლაპავთ. დამწვარი ოლეანდრის კვამლის შესუნთქვაც კი საშიშია ჯანმრთელობისთვის.
ოლეანდრა მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება. მისი ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
"პალიტრავიდეო" რამდენიმე ყვავილების მაღაზიას ესტუმრა. როგორც გვეუბნებიან, ოლეანდრას შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და თაიგულების მომზადებისას ამ ყვავილს წლებია აქტიურად იყენებენ.