loader

"შხამიანი ფოთლები აქვს, არ ვურჩევ მათ, ვისაც პატარა ჰყავს" - მცენარე, რომელიც საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ საფრთხის შემცველია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შხამიანი ფოთლები აქვს, არ ვურჩევ მათ, ვისაც პატარა ჰყავს" - მცენარე, რომელიც საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ საფრთხის შემცველია

ოლეანდრა საქართველოში ყველასთვის ნაცნობი ყვავილია, მისი სილამაზე ყვავილობის პერიოდში არავის ტოვებს გულგრილს. ოლეანდრა მუდმივად მოითხოვს სიფრთხილეს, რადგან შეიცავს სპეციფიკურ ტოქსინებს. ოლეანდრას აქვს 3 სახეობა: ვარდისფერი, წითელი და თეთრი.

მცენარის ყველა ნაწილი, ღეროდან დაწყებული, წვენამდე, წარმოუდგენლად შხამიანია, თუ გადაყლაპავთ. დამწვარი ოლეანდრის კვამლის შესუნთქვაც კი საშიშია ჯანმრთელობისთვის.

ოლეანდრა მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება. მისი ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

"პალიტრავიდეო" რამდენიმე ყვავილების მაღაზიას ესტუმრა. როგორც გვეუბნებიან, ოლეანდრას შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და თაიგულების მომზადებისას ამ ყვავილს წლებია აქტიურად იყენებენ.