მძიმე ინფორმაცია საბერძნეთიდან - დაკავებულია 35 წლის ქართველი კაცი, რომელსაც გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობას ედავება
მძიმე ინფორმაცია საბერძნეთიდან - ადგილობრივმა პოლიციამ 35 წლის ქართველი კაცი დააკავა. მას გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობას ედავება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდო მსხვერპლი ირწმუნება, რომ კაცი მის მიმართ გარყვნილი ქმედებას 6 წლის განმავლობაში ჩადიოდა.
ირკვევა რომ 14 წლის არასრულწლოვანი დაკავებულის პარტნიორის შვილია.
ბავშვის დედა და თავად ბრალდებული ამტკიცებენ, რომ მოზარდი, რომელმაც პოლიცია თავად გამოიძახა, ცრუობს.
კაცი წინასწარი პატიმრობაში რჩება.
წყარო: "TV პირველი"