loader

"სამწუხარო ფაქტი მოხდა..." - გლდანის ციხეში დღეს პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხარო ფაქტი მოხდა..." - გლდანის ციხეში დღეს პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ჭეიშვილი განმარტავს, შემთხვევა დღეს მოხდა.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, დღეს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.