loader

“მეგონა, ადამიანებიც იხალისებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაინგრა ქვეყანა“ - რის გამო მოექცა “მამულიჩა“ კრიტიკის ქარცეცხლში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მეგონა, ადამიანებიც იხალისებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაინგრა ქვეყანა“ - რის გამო მოექცა “მამულიჩა“ კრიტიკის ქარცეცხლში?

რამდენიმე დღის წინ ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდიუსერმა კახი მამულაშვილმა ბათუმში ე.წ. საუნდ ჩეკის დროს გადაღებული სახალისო ვიდეო გაავრცელა.

ვიდეოს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა:

“მეგობრებო, ამ ვიდეოს ლამის მილიონი ნახვა აქვს ორ დღეში და გამოიწვია ბევრი მითქმა-მოთქმა.

მე ავტვირთე ლელას ფეიჯზე, ჩემი აზრით, სახალისო ვიდეო, რომელიც ზღვაზე რეპეტიციაზე გადავიღეთ და მეგონა, ადამიანებიც იხალისებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაინგრა ქვეყანა…

ეს ბიჭი, გიორგი თორაძე, ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია და არის უმაგრესი, უჯიგრესი, ყოველთვის ხალისის შემომტანი და რაც მთავარია, უკომფორტულესი ადამიანი… ვამაყობ, რომ ჩემი ოჯახის წევრია.

მეტი იუმორი, ჩემო ადამიანებო“ - წერს კახი მამულაშვილი.