loader

ზუგდიდელი ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა, აბიტურიენტი იყო და პირველი გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდელი ბიჭი, რომელსაც დენმა დაარტყა, აბიტურიენტი იყო და პირველი გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა

ზუგდიდის სოფელ კოკიში 18 წლის ბიჭს დენმა დაარტყა. გარდაცვლილი ალექსი ბუაძეა.

ახალგაზრდები სოფელში ფეხბურთს თამაშობდნენ და შუქი ჩაქრა. ის ავიდა განათების ბოძზე, რომელიც სტადიონს ანათებდა. ამ დროს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა და ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ 18 წლის ბიჭს კონტაქტის შემოწმება სურდა, რა დროსაც სავარაუდოდ, ხელი დენის სადენს მოჰკიდა, რომელიც დაცული არ იყო. შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ბიჭმა ხმამაღლა დაიყვირა და ძირს დაეცა. გარდაცვლილი აბიტურიენტია და მას პირველი გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა.