loader

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე რომეო ფარულავა ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ლუჰანსკის ოლქში დაიღუპა.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

დღეის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთთან ომს 17 ქართველი მებრძოლი შეეწირა.