loader

კარლ ჰარცელის განცხადებით, ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხისმგებლობის აღებას, რომ სააკაშვილს სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კარლ ჰარცელის განცხადებით, ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხისმგებლობის აღებას, რომ სააკაშვილს სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა

განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ხელისუფლებისგან ვითხოვთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლებების სრული დაცვა, მომავალ და მიმდინარე საქმეების წარმოებისას განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურები, ასევე პასუხისმგებლობის აღება, რომ მას სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იქონია თუ არა გავლენა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებამ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე.

როგორც კარცელი განმარტავს, ევროკავშირი ორივე შემთხვევაში ითხოვს, რომ სათანადო სამართლებრივი პროცესი განხორციელდეს.