loader

კადრები ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზიდან, სადაც ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზიდან, სადაც ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ყვარელი- ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, საწინააღმდეგოდ მიმავალი მიკროავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი, მათგან ექიმის და ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი დახმარება უტარდებათ.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.