loader

შრი-ლანკაში დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შრი-ლანკაში დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ

შრი-ლანკაში ათასობით დემონსტრანტი კოლომბოში, პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაკსას რეზიდენციაში შეიჭრნენ. პრეზიდენტის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, მან შენობა წინასწარ დატოვა. დემონსტრანტების შეჩერება, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ, ხელისუფლების მიერ მობილიზებულმა ათასობით მძიმედ შეიარაღებულმა ჯარისკაცმა და პოლიციამ ვერ შეძლო.

სამართალდამცავებმა პროტესტის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ჰაერში გასროლაც განახორციელეს, მაგრამ დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრა მაინც მოახერხეს.