პოლიციამ ცოლის მკვლელობის ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავა
შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 8 ივლისს, 1964 წელს დაბადებული ქალის, ლ.ზ.-ს მკვლელობის საქმეზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს 1957 წელს დაბადებული კაცი, რომელიც მოკლულის ქმარია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.