"ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა და ბორის ჯონსონი მიაჩმორა... არ აკმარა და კიდევაც გადააყენა" - რა განმარტებას აკეთებს "ქართული ოცნების" დეპუტატი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე
"მეორე ფრონტის გახსნის შემოქმედი გადადგა. აი, ესეც ასე… ჩავიდა და მიაჩმორა, არ აკმარა და კიდევაც გადააყენა" - ამის შესახებ სენაკის საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ინგა ქარდავა სოციალურ ქსელში წერს და ირაკლი ღარიბაშვილის და ბორის ჯონსონის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც მან რადიო "ათინათს" განუცხადა, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე რასაც უნდა, იმას დაწერს.
"ასეთი პოპულარული ვარ? მე ჩემს გვერდზე რასაც მინდა, იმას დავწერ. ვიხუმრე თუ არა, არ მინდა ახლა ამ თემაზე საუბარი საერთოდ", - ამბობს ინგა ქარდავა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს მადრიდში ივნისის ბოლოს შეხვდა.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ ოფიციალურად გუშინ განაცხადა.