loader

"ასეთ სტატუსებს იშვიათად ვწერ, რადგან არაერთი ბრძოლა თუ თავდასხმა უჩუმრად მოგვიგერიებია!.. ათას ჭორსა და სიბინძურეს გვაბრალებდა და..." - გიორგი კალანდია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთ სტატუსებს იშვიათად ვწერ, რადგან არაერთი ბრძოლა თუ თავდასხმა უჩუმრად მოგვიგერიებია!.. ათას ჭორსა და სიბინძურეს გვაბრალებდა და..." - გიორგი კალანდია

პირი, რომელიც ორ ფრონტზე: ზუგდიდის მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეში "გვიტევდა", ათას ჭორსა და სიბინძურეს გვაბრალებდა მე და ჩემი გუნდის წევრებს... დღეს სასამართლოზე პირწმინდად დამარცხდა... დამარცხდნენ მისი მომხრეები და "ტონის მიმცემებიც"... ვხვდები, რომ საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა, თუმცა ისიც დანამდვილებით ვიცი, რომ "სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს" - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

"ასეთ სტატუსებს იშვიათად ვწერ, რადგან არაერთი ბრძოლა თუ თავდასხმა უჩუმრად მოგვიგერიებია! არაერთჯერ ნასროლ ტალახსა თუ ლაფს, პასუხის გარეშე შევხვედრივართ და ჩვენთვის საყვარელი საქმე მაინც იგივე ენთუზიაზმით გაგვიგრძელებია... დღეს ამ ბრძოლამ ორკესტრირებული ხასიათი მიიღო, გვებრძვიან ყველა ფრონტზე. ყველაზე გულსატკენი კი ისაა, რომ გვებრძვიან მათ შორის ვითომ შინაურები. არა უშავს, მაინც გავუძლებთ, მაინც გავაკეთებთ იმ მართალ საქმეს, რაც გასაკეთებელია...

დღევანდელი დღე ამის დასტურია... პირი, რომელიც ორ ფრონტზე: ზუგდიდის მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეში "გვიტევდა", ათას ჭორსა და სიბინძურეს გვაბრალებდა მე და ჩემი გუნდის წევრებს... დღეს სასამართლოზე პირწმინდად დამარცხდა... დამარცხდნენ მისი მომხრეები და "ტონის მიმცემებიც"... ვხვდები, რომ საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა, თუმცა ისიც დანამდვილებით ვიცი, რომ "სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს"...

ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ წევრს, ზუგდიდის დადიანების სასახლეების დირექტორს დავით ოყუჯავას, შესანიშნავ იურისტს თაზო ბჟინავას მუზეუმის წინააღმდეგ მოწყობილი სასამართლო პროცესის პირველ ინსტაციაში პირწმინდად მოგებას! გამარჯვებები არ მოკლებოდეს ყველა კარგ საქმეს" - წერს გიორგი კალანდია.