loader

"ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და ოჯახის გასამხნევებლად" - ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ყოფილ პრემიერზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და ოჯახის გასამხნევებლად" - ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ყოფილ პრემიერზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ აბე შინძოზე მომხდარ თავდასხმას "ტვიტერში" ეხმაურება.

"ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს აბე შინძოზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას!".

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს, ქალაქ ნარაში ზედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.