loader

სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე ენტონი ბლინკენმა და რამდენიმე მინისტრმა უარი თქვეს - რა მოხდა G20-ის ქვეყნების შეხვედრაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე ენტონი ბლინკენმა და რამდენიმე მინისტრმა უარი თქვეს - რა მოხდა G20-ის ქვეყნების შეხვედრაზე

G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ნაწილმა რუსეთის პირველ დიპლომატთან, სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სააგენტო Kyodo ავრცელებს.

ლავ­რო­ვი "დიდი ოცე­უ­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ვახ­შამ­ზეც იყო, თუმ­ცა ამ ვახ­შამს არ და­ეს­წრნენ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი "დიდი შვი­დე­უ­ლის" ქვეყ­ნე­ბი­დან.

შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში ლავ­როვ­მა ინ­დო­ნე­ზი­ელ კო­ლე­გას, რეტ­ნო მარ­სუ­დის ხელი ჩა­მო­არ­თვა, რა­საც გარ­შე­მომ­ყოფ­თა მხრი­დან ობსტრუქ­ცია მოჰ­ყვა. ის­მო­და შე­ძა­ხი­ლე­ბი - "რო­დის შე­ა­ჩე­რებ ომს?“ და "რა­ტომ არ აჩე­რებ ომს?“ ამ­გვა­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე რეტ­ნომ თქვა, რომ G7-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აც­ნო­ბეს, რომ არ და­ეს­წრე­ბოდ­ნენ ვახ­შამს, სა­დაც ლავ­რო­ვი იმ­ყო­ფე­ბო­და.