სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე ენტონი ბლინკენმა და რამდენიმე მინისტრმა უარი თქვეს - რა მოხდა G20-ის ქვეყნების შეხვედრაზე
G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ნაწილმა რუსეთის პირველ დიპლომატთან, სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სააგენტო Kyodo ავრცელებს.
ლავროვი "დიდი ოცეულის" წარმომადგენლების ვახშამზეც იყო, თუმცა ამ ვახშამს არ დაესწრნენ წარმომადგენლები "დიდი შვიდეულის" ქვეყნებიდან.
შეხვედრის დასაწყისში ლავროვმა ინდონეზიელ კოლეგას, რეტნო მარსუდის ხელი ჩამოართვა, რასაც გარშემომყოფთა მხრიდან ობსტრუქცია მოჰყვა. ისმოდა შეძახილები - "როდის შეაჩერებ ომს?“ და "რატომ არ აჩერებ ომს?“ ამგვარი დაძაბულობის ფონზე რეტნომ თქვა, რომ G7-ის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ არ დაესწრებოდნენ ვახშამს, სადაც ლავროვი იმყოფებოდა.