loader

ცნობილია, ვის მიუძღვნა დემნა გვასალიამ "ბალენსიაგას" შოუს გახსნაზე სასიყვარულო წერილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, ვის მიუძღვნა დემნა გვასალიამ "ბალენსიაგას" შოუს გახსნაზე სასიყვარულო წერილი

"ბა­ლენ­სი­ა­გას" დი­რექ­ტორ­მა დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ პარიზში 6 ივლისს გამართული ჩვენება სასიყვარულო წერილით გახსნა, რამაც საზოგადოებაში ვარაუდები გააჩინა, რომ წერილი აფხაზეთის შესახებ იყო.

"ფეისბუქგვერდ" Demna Daily-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიზაინერმა შოუს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ეს წერილი თავისი ცხოვრების ორ დიდ სიყვარულს - მეუღლეს და ხელოვნებას მიუძღვნა.

ცნობისთვის, დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ ფრან­გ მუ­სი­კო­სზე, ლოიკ გო­მე­სზე, 2017 წელს შვე­ი­ცა­რი­ა­ში იქორ­წი­ნა.

დემნას სიტყვები სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ თარგმნა:

"მიყვარხარ... მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა. ვფიქრობდი, ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა? ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი. მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია. შეიძლება სულ მიყვარდი. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით.

შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა. არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა.

არასდროს ვიცოდი, როგორ აღმეწერა ეს სიყვარულის ამბავი, რომელიც შენთან მაკავშირებდა. ამბავი შემთხვევითობის გარეშე. ამბავი დროის მიღმა. სიყვარული პირობების გარეშე. უკვე 30 წელია მიყვარხარ. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები".