loader

საგანგებო გაფრთხილება მშობლებს! - TikTok-ს მშობლები მათი შვილების გარდაცვალებაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგებო გაფრთხილება მშობლებს! - TikTok-ს მშობლები მათი შვილების გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

ბავშვობის ტრავმა - ტრავმის ყველა ღრმა და ვერაგი ფორმაა, რომელიც არასრულწლოვნებში სხვადასხვა სახის პრობლემებს იწვევს. დღეს გიყვებით ამბავს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სოციალური იდენტობის მოპოვებისას უწყინარ თამაშს სიცოცხლე შესწირო.

სოციალური ქსელ TikTok-ზე ხშირად შეხვდებით თამაშებსა და გამოწვევებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უწყინარი გართობისთვის იქმნება, თუმცა არსებობს სამწუხარო გამონაკლისები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ მთელ მსოფლიოში მაინც ვრცელდება. ერთ-ერთ მათგანზე უკვე მოგიყევით: პედოფილიის შინაარსის შემცველი ვიდეოები ქართველი მოზარდებისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომია, თუმცა "ტიკ-ტოკს" ამჯერად სულ სხვა მიზეზის გამო უჩივიან.

მშობლები კომპანიას მათი შვილების გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ერთ-ერთ ვირუსულ ტრენდს, რომლის შესრულებისასაც გასულ წელს რამდენიმე მოზარდი დაიღუპა, მათ შორის, 8- 9 წლის ბავშვები. მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილების გარდაცვალების მიზეზი TikTok-ის სახიფათო ალგორითმი გახდა.