loader

"გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე, აბა, სცადონ" - ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე, აბა, სცადონ" - ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე

გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე, აბა, სცადონ,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთს სურს რუსეთთან ბრძოლა „უკანასკნელ უკრაინელამდე“.

„დღეს გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე. აბა, რა ვთქვა? აბა, სცადონ. ჩვენ უკვე ბევრჯერ გვსმენია, რომ დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს უკრაინელი ხალხისთვის ტრაგედიაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, ზოგადად, ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად“, - განაცხადა პუტინმა დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე.

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთი მხარდაჭერით სარგებლობს, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში და კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება.

"ჩვენ გვყავს ბევრი მხარდამჭერი, მათ შორის თავად შეერთებულ შტატებში და ევროპაში, და მით უმეტეს სხვა კონტინენტებზე და სხვა ქვეყნებში და უფრო და უფრო მეტი იქნება მათი რიცხვი. ეს უეჭველია", - განაცხადა პუტინმა. შეხვედრა ფრაქციის ლიდერებთან.