loader

"თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ განსაკუთრებული გახადა უკრაინის მხარდაჭერა" - ვოლოდიმირ ზელენსკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ განსაკუთრებული გახადა უკრაინის მხარდაჭერა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ, ბორის ჯონსონის გადადგომის მიუხედავად, არ შეიცვლება.

ზელენსკის თქმით, ჯონსონი "უკრაინის ნამდვილი მეგობარია".

"ჩვენ ყველამ მწუხარებით მივიღეთ ეს ამბავი. არა მარტო მე, არამედ მთელმა უკრაინულმა საზოგადოებამ. მთელი ჩემი ოფისი და ყველა უკრაინელი მადლობელი ვართ თქვენი დახმარებისთვის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ თქვენმა პირადმა ლიდერობამ და ქარიზმამ ეს განსაკუთრებული გახადა“, - აღნიშნა ზელენსკიმ და ფრონტზე არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.