გორში, სავალუტო ჯიხურთან ქალს თანხა ხელიდან გასტაცეს
გორში, სავალუტო ჯიხურთან ქალს თანხა ხელიდან გამოსტაცეს, - ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. თანხის გადახურდავების შემდეგ, უცნობი პირი ქალს მიუახლოვდა და ფული ხელიდან გასტაცა.
წინასწარი ინფორმაციით, მძარცველი იდენტიფიცირებულია.
წყარო: "qartli.ge