loader

"ეს ივანიშვილის გადარჩენისთვის - ერთადერთი და უალტერნატივო გზაა" - ნიკა გვარამია ციხიდან მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ივანიშვილის გადარჩენისთვის - ერთადერთი და უალტერნატივო გზაა" - ნიკა გვარამია ციხიდან მიმართვას ავრცელებს

"ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება. ევროკავშირთან ვაჭრობა მის მდგომარეობას არათუ ვერ შეამსუბუქებს, არამედ დაამძიმებს და დააჩქარებს მის ირგვლივ რკალის შევიწროებას.მას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანა "ქართულ ოცნებასთან" თუ მის გარეშე, მეტიც, მის წინააღმდეგაც კი, მაინც გამოვა შექმნილი ჩიხიდან (შიგნით აქციით, გარეთ სანქციით).აი საკუთარი თავის გადარჩენას კი ერთადერთი გზით - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით შეძლებს. მალე მოისმენს კიდეც ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან "Peaceful Transition of Power"-ს. ამიტომ, ჯობია მომზადებული შეხვდეს ამ მომენტს და მიიღოს ვადამდელი არჩევნებისთვის საჭირო კონსტიტუციური და სხვა ცვლილებები. ეს ქვეყნისთვის და მისი ევროპერსპექტივისთვის საუკეთესო და უმოკლესი გზაა, ხოლო ივანიშვილის გადარჩენისთვის - ერთადერთი და უალტერნატივო" - აღნიშნულია ნიკა გვარამიას მიმართვაში