loader

"ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს მიხედოს, ეს ქალი სამარცხვინოა" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს მიხედოს, ეს ქალი სამარცხვინოა" - ირაკლი კობახიძე

ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს უნდა მიხედოს, მართლა სამარცხვინოა ეს ქალი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ხოშტარიამ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისთვის, სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის და სუს-ის თანამშრომლის, კობა კობიძისთვის პერსონალური სანქციების დაწესება მოითხოვა.

ცნობისთვის, "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და სუს-ის თანამშრომელი კობა კობიძე ოლიგარქიული მმართველობის წევრები არიან და ქვეყნის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან.

ხოშტარიას განცხადებით, ამ ადამიანებმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.