loader

"ვიღაცა არახამიამ საკუთარ თავს და პრობლემებს მიხედოს, რომლებიც საკუთარ ხალხს შეუქმნა" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიღაცა არახამიამ საკუთარ თავს და პრობლემებს მიხედოს, რომლებიც საკუთარ ხალხს შეუქმნა" - ირაკლი კობახიძე

არახამიამ საკუთარ თავს და პრობლემებს უნდა მიხედოს, რომელიც საკუთარ ხალხს შეუქმნა. როდესაც არახამია საუბრობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმადაც, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ.