loader

"ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისი ნების წინააღმდეგ, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისი ნების წინააღმდეგ, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს" - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ პარტიის ოფისში დღეს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, მას პრემიერთან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების და „კრედიტ სუისის“ შესახებ არ უსაუბრია.

კობახიძის განცხადებით, „კრედიტ სუისის“ მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც რატომღაც შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას საერთოდ არ უფრთხილდება. ამასთან, მისი თქმით, ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისი ნების წინააღმდეგ, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.