loader

"მიყვარხარ 30 წელია... გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა" - დემნა გვასალიას ემოციური მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიყვარხარ 30 წელია... გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა" - დემნა გვასალიას ემოციური მიმართვა

"მიყვარხარ... მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა. ვფიქრობდი, ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა? ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი. მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია. შეიძლება სულ მიყვარდი. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით.

შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა. არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა.

არასდროს ვიცოდი, როგორ აღმეწერა ეს სიყვარულის ამბავი, რომელიც შენთან მაკავშირებდა. ამბავი შემთხვევითობის გარეშე. ამბავი დროის მიღმა. სიყვარული პირობების გარეშე. უკვე 30 წელია მიყვარხარ. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები", - ამ სიტყვებით გახსნა დემნა გვასალიამ "ბალენსიაგას" შოუ.

დემნას სიტყვები სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ თარგმნა.

"არ ვიცი, აქამდე რატომ არავინ თარგმნა, მაგრამ ამ სიტყვებით გახსნა დემნამ "ბალენსიაგას" შოუ. ქართულად კი არა, უცხოურ მედიებშიც ვერ ვნახე ტრანსკრიპტი. ხოდა მე გითარგმნეთ, იმიტომ, რომ ამ უსიყვარულო სამყაროში საკმაოდ ამაღელვებლად მომეჩვენა" - წერს ანანო ბაკურაძე.

ფეისბუქ-გვერდ Demna Daily-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიზაინერმა შოუს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ეს წერილი თავისი ცხოვრების 2 დიდ სიყვარულს - მეუღლეს და ხელოვნებას მიუძღვნა.