"გამოვცვივდით გარეთ და ცეცხლი იყო გაჩენილი" - საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ხანძარი იყო საბურთალოზე, დოლიძის ქუჩის 65 ნომერში. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.