loader

"ვიღაცამ თუ მოიგო, ნიშნავს, რომ ნათესავს, მეგობარს, ახლობელს წაართვა ფული" - რა უნდა იცოდეთ, რომ "ფინანსური პირამიდის" მსხვერპლი არ გახდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიღაცამ თუ მოიგო, ნიშნავს, რომ ნათესავს, მეგობარს, ახლობელს წაართვა ფული" - რა უნდა იცოდეთ, რომ "ფინანსური პირამიდის" მსხვერპლი არ გახდეთ

მარტივი ფული, "ფინანსური პირამიდის" ახალი სქემა, დაუდგენელი კვალი და ათასობით დაზარალებული განვითარებად ქვეყნებში.

დიახ, დღეს "ტესლა მედიაზე" მოგიყვებით, რომელსაც დარგის ექსპერტები აზარტულ თამაშებს ადარებენ. სად გადის ზღვარი რისკის გაღებასა და საკუთარი ნებით სქემაში ჩართვას შორის.

პლატფორმები Lyst და Tesla Video Media, რომლებიც ე.წ. ფინანსური პირამიდის პრინციპით მუშაობდნენ, აღარ ფუნქციონირებს. Lyst-ში შექმნილი პრობლემების შესახებ შეტყობინებები მომხმარებლებს 29 ივნისს მიუვიდათ. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ მის აღმოსაფხვრელად მომხმარებლებს დამატებით 200 აშშ დოლარი უნდა შეეტანათ. თუმცა ასე არ მოხდა და საბოლოოდ ლისტმა ფულის გადარიცხვების ფუნქცია გამორთო, რაც დარგის ექსპერტების თქმით, მოსალოდნელიც იყო, რადგან პლატფორმა თავიდანვე წარუმატებელი იყო.

რაც შეეხება "ტესლა ვიდეო მედიას", მან ფუნქციონირება 2021 წლის ნოემბერში დაიწყო. არაკონტროლირებად პლატფორმას ასობით არასრულწლოვანი შეუერთდა. სწორედ ამიტომ, დღეს იმ ნიშნებს გაგაცნობთ, რომლებიც პირდაპირ მიგითითებთ, რომ საქმე არასანდო კომპანიასთან გაქვთ.

კრიპტო ბაზრის დამფუძნებელ ავთანდილ კუჭავას თქმით, მთავარი ინდიკატორი შემოთავაზებული პირობებია, სადაც მინიმალური თანხის სანაცვლოდ მაქსიმალურ მოგებას გთავაზობენ.