“ჩვენ რომ ომში ჩავერთოთ, დეკემბერში სტატუსი გარანტირებული გვაქვს! ეს ომი იქნება გამანადგურებელი საქართველოსთვის; ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ“ - ირაკლი კობახიძე
ჩვენ რომ ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში, ამ შემთხვევაში გვაქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გამო მიიღო, რომ ომში არის ჩაბმული.