loader

"ბორინკას მონები", "სააკაშვილის მონები", "ზონდერები", "ომის პარტია" - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბორინკას მონები", "სააკაშვილის მონები", "ზონდერები", "ომის პარტია" - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.

სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის განცხადებას მოჰყვა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ოზურგეთში, ეკლესიის ეზოში მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრას მართავდნენ, რა დროსაც, მისივე განცხადებით, მათთან ,,ქართული ოცნების“ წევრები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მჟავანაძის განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შეგახსენებთ, აქციის „შინ ევროპისკენ“ წინა დღეებში ოზურგეთში გამართული პროევროპული საინფორმაციო კამპანიის დროს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მოქალაქეებთან შეხვედრებში ხელს საჯარო მოხელეები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უშლიდნენ.