loader

"ეს მაჩვენებელი არის მართლაც საგანგაშო, შემოდგომაზე შესაძლოა "ცუნამის" მსგავსი ახალი ტალღა დაფიქსირდეს" - ივანე ჩხაიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს მაჩვენებელი არის მართლაც საგანგაშო, შემოდგომაზე შესაძლოა "ცუნამის" მსგავსი ახალი ტალღა დაფიქსირდეს" - ივანე ჩხაიძე

"შემოდგომაზე პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. კონკრეტული თვეც არის დასახელებული - ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ამ მოლოდინის სიმძაფრეს ასახავს, რომ შემოდგომაზე შესაძლოა კორონავირუსის ახალი ტალღა, "ცუნამის" მსგავსი დაფიქსირდეს. ეს ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ რეალურ მოლოდინს ასახავს. ჩვენ ველოდებით, რომ შემოდგომაზე შემთხვევების მატება იქნება. რამდენად სერიოზული, თქმა რთულია, მაგრამ ბევრი ფაქტია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს - პირველ რიგში, „ომიკრონის“ ახალი მუტაციები მეოთხე და მეხუთე, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად არის გადამდები და მათ წინააღმდეგ დაცვითი ძალა ადრე გადატანილ კორონავირუსს არ აქვს", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.