loader

72 წლის “კანონიერი ქურდის“ 13-კაციანი დაჯგუფება - ბერძნული მედია ქართველების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს და დაკავებულთა ფოტოებს ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

72 წლის “კანონიერი ქურდის“ 13-კაციანი დაჯგუფება - ბერძნული მედია ქართველების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს და დაკავებულთა ფოტოებს ასაჯაროებს

ბერძნული მედია ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13-კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით.

რეპორტაჟი სპეცოპერაციის შესახებ “კურიერმა“ გასულ კვირას მოამზადა, ბერძნული მედია კი დაკავებულთა ფოტოებს ასაჯაროებს და დანაშაულის დეტალებზე წერს. "შავი სამყაროს" ერთ-ერთი ლიდერი 13-კაციან დაჯგუფებასთან ერთად ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

10 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბერძენმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს. ასევე ამოღებულია "კანონიერი ქურდის" კუთვნილი ე.წ. კასტეტი და რამდენიმე ხელჯოხი, რომლებიც ბასრი იარაღის ფუნქციას ასრულებს. საერთო ჯამში, ნაძარცვი ნივთების ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს. ვრცლად იხილეთ: რუსთავი 2