loader

"პანიკაში ჩავვარდი, ხერხემლის ყველა წერტილს ვგრძნობდი, გაგუდვის საშიშროება გაქვსო" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ვარკეთილში, ლიფტში 1 საათის განმავლობაში იყო გაჭედილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პანიკაში ჩავვარდი, ხერხემლის ყველა წერტილს ვგრძნობდი, გაგუდვის საშიშროება გაქვსო" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ვარკეთილში, ლიფტში 1 საათის განმავლობაში იყო გაჭედილი

თბილისში არსებული უამრავი პრობლემის გარდა, დღემდე აქტუალურია ლიფტების საკითხიც. თითქმის ყოველდღე სხვადასხვა დახურულ ჯგუფში შეხვდებით იმ ადამიანების პოსტებს, რომლებიც გაუმართავი ლიფტების გამო ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას. გარდა იმისა, საბჭოთადროინდელმა მაღალსართულიანმა შენობებმა დედაქალაქის იერსახე დაამახინჯა, მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს ერთ თავსატეხზე ფიქრი, შეძლებენ თუ არა ლიფტით უსაფრთხოდ სარგებლობას?

სოფო რაფავა ლიფტში რამდენიმე დღის წინ გაიჭედა. ამბობს, რომ პანიკაში არ ჩავარდნილა, იმ მომენტში საკუთარ თავზე არ ფიქრობდა, გარეთ მოხუცი დედა და მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდნენ, რომლებიც ძალიან ღელავდნენ, სოფო კი ოჯახს დაკეტილი კარიდან ამხნევებდა.