loader

ნინო კალანდაძე - აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურის წარდგენა ჩვეულებრივი როტაციული ციკლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო კალანდაძე - აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურის წარდგენა ჩვეულებრივი როტაციული ციკლია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურის წარდგენა ჩვეულებრივ როტაციულ ციკლს წარმოადგენს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქმედ ელჩს, ჯონ ბასს როტაციის ვადა ზაფხულამდე არ ეწურება და შესაბამისად, მანამდე არავითარ ცვლილებებს ადგილი არ ექნება.
"მას ამოეწურება თავისი საროტაციო ვადა და შემდგომ ახალი წარდგენილი კანდიდატურის განხილვა მოხდება შესაბამის საკანონმდებლო ორგანოში", - აცხადებს ნინო კალანდაძე.

მისივე თქმით, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დამტკიცების შემდეგ მოხდება ოფიციალური მომართვა ქართული მხარის მიმართ და ქართული მხარის მხრიდან აგრიმანის მიღების შემდეგ შეერთებული შტატების ახალი ელჩი შეუდგება თავის საქმიანობას.

აშშ-ის ახალი ელჩის რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა ბარაქ ობამამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა.