loader

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია - უახლესი ინფორმაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია - უახლესი ინფორმაცია

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეს, ზაურ ბუდაგოვს, 4 წლით, ხოლო მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობისთვის, გასული წლის 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული მუშები დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია.