loader

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე რადიკალურმა და ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე რადიკალურმა და ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე რადიკალურმა და ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც ადგილზე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. მათ ნაწილს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა.

ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს სასტიკად უსწორდებოდნენ. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისიც. 5 ივლისის მოვლენების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა აქციაზე დაშავებული "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა "პალიტრანიუსის" ოპერატორ რომა ტარურიშვილს. თითქმის ერთი თვე იყო ჰოსპიტალიზებული "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი.

რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, საერთო ჯამში კი 5 ივლისის საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.